პაატა იმნაძე - ჯერჯერობით, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიპოვოთ დროულად ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება

ჯერჯერობით, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიპოვოთ დროულად ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშისრებით, იგეგმება თუ არა რეგიონში მცხოვრები რისკ ჯგუფში შემავალი საპენსიო ასაკის პირების სწრაფი ტესტირება.

მისი განმარტებით, წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, რომელი ჯგუფების სწრაფი ტესტირება დაიგეგმება.

„ყველა ტესტს აქვს თავისი გამოყენების სტრატეგია და შემდეგ ტაქტიკა, რა ეტაპზე რა ტაქტიკით უნდა ვისარგებლოთ. რა და როდის დაიგეგმება, ეს ყველაფერი წინასწარ გამოცხადდება. ჯერჯერობით, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიპოვოთ დროულად ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება და რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ, როდის გამოვიკვლევთ, ეს ყველაფერი მოსახლეობას ეცნობება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს