პაატა იმნაძე - მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, დაიტაცეს აფთიაქებიდან - ეს საქმე პროფესიონალების გუნდს მივანდოთ

მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან, ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ ის მედიკამენტები, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შესწავლის პროცესშია, არ დაასახელა და განაცხადა, გარკვეულმა მედიკამენტების საჭიროების გარეშე გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

„მედიკამენტების მედიაში დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდისაა მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვნელობს, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს, მივანდოთ საქმე მცოდნე ადამიანებს და მათ გადაწყვიტონ მედიკამენტების საკითხები.

რაც შეეხება პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენებას, იმნაძემ განაცხადა, რომ მისი მოხმარება პაციენტებთან პირველივე შემთხვევიდან დაიწყო.

„ ჩვენმა ექიმებმა ეს იციან, ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ეს საქმე მივანდოთ მათ, ვისაც ეს ეხება, ჩვენს მაღალ დონეზე მომზადებულ სამედიცინო პერსონალს“,- განაცხადა იმნაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო