დიმიტრი ხუნდაძე - ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება, ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე, ყველას მოვუწოდებ, რეკომენდაციების შეუსრულებლობით, ცეცხლს ვეთამაშებით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ისინი კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობით „ცეცხლს ეთამაშებიან“. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეები ასევე უნდა მოერიდონ სიმჭიდროვეს, რათა მათ ამით ინფექციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

"რაიონებში, მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში მოქალაქეების სიმჭიდროვე შეინიშნება და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე. ამიტომ, მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცავთ საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ სხვისასაც. შესაძლოა, ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ ასევ ვთქვათ მსხვერპლის საბაბი და ასევე, საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათის ქვეშ. ამიტომ, დავიცავთ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, რეკომენდაციების უფრო მაღალი ხარისხის შესრულება გვჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო