სოზარ სუბარის განცხადებით, უკონტაქტო თერმომეტრებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეიდან მომარაგდება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, უკონტაქტო თერმომეტრებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეიდან მომარაგდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა მოქალაქეები დავარწმუნო, რომ უკონტაქტო თერმომეტრების გარეშეც, როცა ჩველებრივი ე.წ. ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით ხდება ტემპერტურის გაზომვა, ხარისხითაც იგივეა და არანაირი საფრთხე იქ გადადების არ არის, იმიტომ, რომ შესაბამისად მუშავდება.

მთელს მსოფლიოში, წამყვან ქვეყნებშიც, ელექტრომექანიკის წარმოებაში ყველაზე დიდი პოტენციალის ქვეყნებშიც არის ამის უკმარისობა და ის, რომ საქართველოში ერთი ან ორი დღით გარკვეული შეფერხება შეიქმნას მუნიციპალიტეტებში, რა გასაკვირია. დღეიდან და ხვალიდან ამ ორ მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა სრულად იქნება აღმოფხვრილი,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა