სოზარ სუბარი - ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ იგეგმება, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა.

“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, - განაცხადა სუბარმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს