პაატა იმნაძე მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალზე - ექიმმა სწორად განსაზღვრა, დამძიმდა თუ არა პაციენტი, შეგვატყობინა და მომენტალურად სინჯი ავიღეთ

ექიმმა ძალიან სწორად განსაზღვრა, რომ პნევმონიის მქონე პაციენტი დამძიმდა თუ არა, შეგვატყობინა და მომენტალურად სინჯი იქნა აღებული, ანუ ყველაფერი ჩატარდა არსებული პროტოკოლის მიხედვით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რამდენად დროული იყო 62 წლის ქალის ტესტირების შესახებ გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს თუ რა შეიძლება განისაზღვროს კორონავირუსი ინფიცირების შესაძლო შემთხვევად და ამის საფუძველზე გამოცემულია საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ექიმები სწორედ ამ პროტოკოლის მიხედვით უნდა მოქმედებდნენ.

„კლინიკა და ეპიდსამსახური მოიქცა აბსოლუტურად სწორად. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული შესაძლო შემთხვევის განსაზღვრება, ანუ არ შეიძლება ერთი ექიმი ერთ რაღაცას ეძახდეს ერთ რამეს და მეორე ექიმი საქართველოს მეორე კუთხეში რაღაც სხვას აკეთებდეს. ეს თუ არ არის ქვეყანაში მოწესრიგებული, შეუძლებელი ხდება სიტუაციის კონტროლი. ამიტომაც არსებობს შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განსაზღვრება და ამის საფუძველზე არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, თუ რა წარმოადგენს შესაძლო შემთხვევას, ანუ როდის იტესტება და ეს ძალიან მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა გატესტილიყო ყველა საეჭვო სიმპტომების და მოგზაურობის ისტორიით, ან დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან ახლო კონტაქტით, ან ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირატიული შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე. რა არის მძიმე, მწვავე რესპირაციული შემთხვევა, ეს უკვე ექიმმა უნდა განსაზღვროს. ამ შემთხვევაში, ექიმმა ძალიან სწორად განსაზღვრა, რომ პნევმონიის მქონე პაციენტი დაუმძიმდა თუ არა, შეგვატყობინა და მომენტალურად სინჯი იქნა აღებული, ანუ ყველაფერი ჩატარდა არსებული პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსნებთ, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალთან დაკავშირებით "ჯეო ჰოსპიტალსმა“ განცხადება გავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი, რთული მდგომარეობისა და მძიმე თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მოთავსდა დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სხვა პაციენტებისაგან იზოლირებულ გარემოში, სადაც მას უტარდებოდა შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლით განსაზღვრული წესების სრული დაცვით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა