სოზარ სუბარის განცხადებით, ქურთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოფელ შაომიანში მცხოვრებ დევნილებს სურსათს ჩაუტანენ

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქურთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოფელ შაომიანში მცხოვრებ დევნილებს სურსათს ჩაუტანენ.

მისივე განმარტებით, დევნილები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი ინივიატივა გააჟღერა ქურთის მუნიციპალიტეტმა. დევნილები ცხოვრობენ სოფელ შაომიანში და ქურთის მუნიციპალიტეტი აპირებს დღეს ან ხვალ, როგორც მოახერხებს მენეჯმენტი, ჩაიტანოს იქ სურსათი დევნილებისთვის. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი მოწყვლადი ფენაა და მათთვის დახმარების გაწევა, ამ შემთხვევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერის მრჩეველმა ასევე განმარტა, რომ რეგიონებს საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ. მისი თქმით, ყველა პრობლემაზე მთავრობა დროულად რეაგირებს.

ლევან დავითაშვილთან ერთად ვართ ყოველწუთიერ კონტაქტზე. დღესაც ერთად მივდივართ მარნეულ-ბოლნისში საკარანტინო ზონაში. ამის პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა როდესაც ასეთ ვითარებაში ვცხოვრობთ, ცხადია, ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს მომენტი, რომ რომელიმე კონკრეტულ სოფელში რაღაც პროდუქტი უცებ შეიძლება გათავდეს, მაგრამ ასეთი სიგნალი როგორც კი შემოდის, მაშინვე ვაძლევთ პასუხს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო