პაატა იმნაძე - მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშავო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში რეკომენდაციაა, 65 წელს გადაცილებული ადამიანები სახლში დარჩნენ.

ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე კითხვას, რომლის თანახმადაც, სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე სამედიცინო პერსონალს სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას სთხოვენ.

„აქ ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად, გინდა ექიმი იყოს ის და გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელს ზემოთ ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩნენ და არ გამოვიდნენ გარეთ! მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშავო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო