გრიგოლ ვაშაძე - მედიკოსების, სამაშველო სამსახურის თანამშრომლების, პოლიციელებისა და სამხედროების გმირული მუშაობის შედეგია ის, რომ ჯერჯერობით ეპიდემიის აფეთქებას გადავრჩით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მედიკოსების, სამაშველო სამსახურის თანამშრომლების, პოლიციელებისა და სამხედროების გმირული მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოში ჯერჯერობით ამ სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებას გადავრჩით.

მისი თქმით, საჭიროა მათ ყველაფერი ჰქონდეთ იმისთვის, რომ თავიანთი მოქალაქეობრივი და სამსახურეობრივი ვალდებულება ისე შეასრულონ, რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

„არ შეიძლება ბრიფინგი არ დაიწყო მადლიერების გრძნობის გამოხატვით, რაც შეეხება ჩვენ მედიკოსებს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს და სამხედროებს. ამ ადამიანების გმირული მუშაობის შედეგი არის ის, რომ საქართველოში ჯერჯერობით ამ სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებას გადავრჩით, მაგრამ საჭიროა მათ ყველაფერი ჰქონდეთ იმისათვის, რომ თავიანთი მოქალაქეობრივი და სამსახურებრივი ვალდებულება შეასრულონ და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს. კადრებშიც კი ჩანს, როგორ მუშაობენ ჩვენი პოლიციელები და სამხედროები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე და ამას გაფრთხილება უნდა იმიტომ, რომ ამ ადამიანების ჯანმრთელობა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო