„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, 1000-ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანების ოჯახებს, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩნენ, 1000 ლარიანი ვაუჩერები გადაეცეთ.

როგორ პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარალიზებული ტურიზმის, პარალიზებული მომსახურების სფეროს, რესტორნების, კაფეების, სამარშუტო ტაქსებისა და ტაქსების გამო, საქართველოს უამრავი მოქალაქე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„კიდევ ერთმა ძალიან მძიმე პრობლემამ იჩინა თავი. ნიაღვარივით შემოდის ზარები, რომ პარალიზებული ტურიზმის, პარალიზებული მომსახურების სფეროს, პარალიზებული რესტორნების, კაფეების, სამარშუტო ტაქსებისა და ტაქსების გამო, საქართველოს უამრავი მოქალაქე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. შიმშილი დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი, პრობლემაა. მშვენივრად გვესმის, რომ ამ ადამიანებს თავი გაჰქონდათ კვირიდან-კვირამდე, დღიდან-დღემდე და არავის არაფერი მნიშვნელოვანი დანაზოგი არ აქვს. თუ ხელისუფლება არ ჩაერია, კაეტგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე დადგებიან. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რა დღეში არიან გარემოვაჭრეები, რა დღეში არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოშაობენ. სხვადასხვა ციფრები გვაქვს ჩვენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ჩაებას ამ პოლიტიკურ შეჯიბრებაში და ციფრების რახარუხში. მინიმალური ციფრი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის 100 000-მდე ოჯახი და ხელისუფლების ხელში არის სტატისტიკის ბიურო, ეკონომიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და ა.შ. მათ ხელეწიფებათ განსაზღვრონ ვინ არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში.

სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგ რამ: თითოეულ ოჯახზე სამი თვის განმავლობაში გამოსაყოფია 1000 ლარი, რომ ადამიანებმა, თუნდაც მცირეოდენი, მინიმალური პროდუქტების შეძენა შეძლონ. სხვანაირად ეს ხალხი თავს ვერ გაიტანს. გვესმის რა მდგომარეობაშია მთლიანად სახელმწიფო დღეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე, ყველაფერთან შეუდარებელია. არც ის იქნება დიდი პრობლემა, პრემიები და ხელფასები მოიჭრან, ბიუროკრატიულმა აპარატმა, გააჩერონ პერსონალური მანქანები, შეწყვიტონ ბენზინის ხარჯვა და ეს ყველაფერი გადამისამართდეს იმ სასწრაფო დახმარებაზე, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეს სჭირდება. არც ისეთი დიდი თანხა გამოვა ეს, რომელიც არ შეიძლება ბიუჯეტში მოინახოს“,-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძემ, ბრიფინგზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ სოლიდარობა, ერთობა და თანადგომა, რადგან ეს ყველა სექტორის წარმომადგენელს ეხება.

„და ბოლოს, ლარის დევალვაციამ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ყველაზე უფრო მოწყვლად მოქალაქეებს და ერთი რამ მინდა ვთქვა. სოლიდარობა ერთობა და თანადგომა, ეს ეხება ყველს, მათ შორის ქართულ ბიზნესსაც, ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ეს მორალური მოქალაქეობრივი ვალდებულებაა და ამ დროს ისე მოქცევა, თითქოს პანდემია და ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა არ ეხება ბიზნესს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია“,-აღნიშნა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალურმა მოძრაობის" მიერ პირბადეების დარიგების აქციაზე ათობით მოქალაქე მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო