ასლან ბჟანია - ქართველები ჩვენი მეზობლები არიან - ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს - ეს შესაძლოა, იყოს აქ საზღვარზე ან სადმე

აფხაზეთსა და საქართველოს, ჟენევის ფორმატის გარდა, სჭირდებათ ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმა ტრანსსასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„გვინდა თუ არა, ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ გვინდა ეს თუ არა, უამრავი კონტაქტი გვაქვს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს”, - აღნიშნა ბჟანიამ და დაამატა, რომ მოქალაქეებს მრავალი პრობლემა აქვთ, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.

ბჟანიას თქმით, ამ პრობლემების განხილვისთვის, ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს. „ეს შეიძლება იყოს არც ისე მოშორებული ტერიტორია, როგორც ჟენევაა. შესაძლოა, იყოს აქ საზღვარზე ან სადმე,“-აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია