მარიამ ქვრივიშვილი - საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეები საკუთარ სახლებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 38 ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საკარანტინო ზონაში მოქალაქეები იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ ოჯახებს. 18 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი 4 მიკროავტობუსით გაემგზავრა.

„10 მარტს იტალიიდან საქართველოში შესრულდა რეისი, რომელზეც მყოფ თითოეულ მგზავრს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი შეეხო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გუშინ წყალტუბოდან და დღეს თბილისიდან თითოეული მათგანი ჯანმრთელები დაუბრუნდნენ ოჯახებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაევალა საკარანტინო ზონების მოძიება, მართვა და ოპერირება. დღევანელი მონაცემებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორია 63 სასტუმრო. საკარანტინო ზონებში კი 4147 მოქალაქეა განთავსებული.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

უწყების ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას. ადმინისტრაცია ახდენს საკარანტინო ზონების მართვა და ოპერირება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა