რესპუბლიკური საავადმყოფოს გენდირექტორის განცხადებით, კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

მარნეულიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი ასაკოვანი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს პაციენტი მარნეულიდან იქნა გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში, უმძიმესი პათოლოგიებით და დაიგნოზით. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ამჟამად, ბევრად უკეთესად არის, ვიდრე შემოყვანის პერიოდში იყო . ბევრი კომპონენტი, ვთქვათ, სუნთქვის კომპონენტიდან დაწყებული სეპტიური შოკიდან გამოსვლა და ა.შ. გაუმჯობესდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ასეთ პროგრესულად განვითარდა მოვლენები, შესაძლოა პაციენტს მალე მართვითი სუნთქვაც აღარ დასჭირდეს და მკურნალობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ლევან გოფოძემ ასაკოვან მამაკაცზე საუბრისას, რომელიც მარნეულის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნაწილის შესახებ ელოდებიან ტესტების პასუხებს, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ახალი კორონავირუსი. ლევან გოფოძის განმარტებით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის 46 პაციენტია მოთავსებული

„დღეს ბევრ პასუხს ველით, იმიტომ, რომ დასატესტი ადამიანების საკმაოდ ბევრი რაოდენობა გადავეცით. გუშინაც ჩვენთან ბევრი ადამიანი გაიტესტა და ამ გატესტილებს შორის, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 16 იყო, ინფიცირებული ერთი აღმოჩნდა. დანარჩენი ყველა ნეგატიური იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ვალია მოვითხოვოთ ამ პაციენტების ტესტირება. ჩვენების მიხედვით, თუ ვის გატესტავენ, ამას წყვეტს ეპიდემიოლოგიური სამსახური და ლუგარის ლაბორატორია“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა