სემეკმა შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“სემეკიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.

„ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1.2მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება, მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო. თბოსადგური შედგება შემდეგი დანადგარებისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა და ორთქლის ტურბოგენერატორი – 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს