საერთო სამუშაო სივრცეების ქსელმა "Terminal”-მა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

საერთო სამუშაო სივრცეების ქსელმა "Terminal”-მა და მისმა მფლობელმა კომპანია "თუშიქონსეპტმა“ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიიღო ფინანსური დახმარება გაეწია სახელმწიფოსთვის და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო ფონდში ჯამში 30 000 ლარი გადარიცხა.

,,მსოფლიოში შექმნილი ურთულესი ეპიდემიოლოგიური პანდემიის ფონზე, რომელსაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი, წარმოუდგენელია ამ პრობლემის დამარცხება მსოფლიოს თითოეული მოქალაქისა თუ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც დგას იმხელა გამოწვევის წინაშე, როცა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამთავრობო რესურსების გამოყენებით რთული იქნება ბრძოლა პანდემიის შესაჩერებლად და საბოლოოდ დასამარცხებლად.

მიუხედევად იმისა, რომ ,,Terminal” - ი ახალბედა კომპანიაა, რომელსაც პირდაპირ შეეხო ვირუსით გამოწვეული კრიზისი, ვიზიარებთ ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ურთულეს ბრძოლაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველაზე მეტად დღეს ჭირდება ბიზნეს სექტორის დახმარება.

გვჯერა, რომ მხოლოდ ერთად დგომით და მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის გაზიარებით შევძლებთ კორონა ვირუსის დამარცხებას და შემდეგ ახალი ეკონომიკის შენებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს