რომან ფიფია ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს და გულშემატკივრებს მიმართავს

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია კლუბის თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს მიმართავს და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების დაცვისკენ მოუწოდებს.

"იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის. ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!"- აცხადებს რომან ფიფია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს