კახა კოჟორიძე - პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში უამრავი საქმე გადაიდო, უცნაურია, რომ მათ პრიორიტეტი მიანიჭეს “ლელოს” წევრის საქმეს

იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ მათ პრიორიტეტი მიანიჭეს “ლელოს” წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

“დღეს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციურად განიხილავს “ლელოს" წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის საქმეს. პოლიციამ თორნიკე უკანონოდ დააკავა 2020 წლის 10 იანვარს “ანას ბაღთან” აქციაზე, როდესაც თორნიკე ახორციელებდა თავის პროფესიულ მოვალეობას. იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, სასამართლოში გადაიდო და არ ტარდება უამრავი მნიშვნელოვანი საქმე, უცნაურია, რომ სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა ამ საქმის განხილვას”, - განაცხადა კახა კოჟორიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა