სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის დოქტორს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ვხედავთ, რომ საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის პანდემიას, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურებამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა, რაც წარმოუდგენელია არ აისახოს როგორც მთელ ქვეყანაზე, ისე რიგით მოქალაქეებზე.

კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს ყველა ქვეყანას. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აშშ, ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებს. ასევე ჩვენს მეზობლებს - რუსეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ნაკლებად სომხეთს.

მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს ახლო სამეზობლოს ქვეყნების ვალუტებს ისე არ განუცდია დევალვაცია, როგორც ჩვენს ლარს. ჩვენთან ლარის კურსის ვარდნამ მარტო ერთ დღეში 25% შეადგინა და ახალი ისტორიული რეკორდიც მოხსნა და ახლა 3, 45-3, 50 შორის მერყეობს. ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა ხორციელდება.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზი და თქვენი დაკვირვებით, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს მას შემდეგ, რაც 40 მილიონი აშშ დოლარი ბაზარზე გაიყიდება?

- აქ ერთი შეხედვით, პარადოქსთან გვაქვს საქმე - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლში ჩვენ ჯერჯერობით, საკმაოდ წარმატებულები ვართ ჩვენი ყველა მეზობლის და არა მარტო მათ ფონზე, დაავადებათა რაოდენობა მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე ჯერადად დაბალია. ამიტომ ლარის რეკორდული გაუფასურების მიზეზი ჯანდაცვის სფეროს მიღმა უნდა ვეძებოთ.

ესაა სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა თანხვედრა, რომლებმაც ერთად ლარის კურსის მიმართ ბინარული იარაღის ეფექტი მოახდინეს. მათმა თანხვედრამ მულტიპლიკატორული ნეგატიური შედეგი გამოიწვია. ობიექტურ მიზეზთა შორის პირველ რიგში დავასახელებდი ტურიზმის მკვეთრ და თითქმის მყისიერ შემცირებას, აგრეთვე ბანკების ფულადი რესურსების მასის მკვეთრ ზრდას მათთვის საპენსიო ფონდის სახსრების დიდი ნაწილის გადაცემის შემდეგ.

სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა თანხვედრამ ლარის კურსის მიმართ ბინარული იარაღის ეფექტი მოახდინეს

სუბიექტურ ფაქტორებიდან გამოვყოფდი პანიკაში გადაზრდილ აჟიოტაჟს ნეგატიური მოლოდინების გამო. პანიკა, როგორც წესი, შეზღუდულ რაციონალიზმს ეფუძნება, ანუ იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანები თითქოსდა ჰიპერრაციონალურად იქცევიან, მაგრამ საბოლო ჯამში, რადგან არ შეუძლიათ გათვალონ მიმდინარე მოვლენების ყველა განმაპირობებელი ფაქტორი და მოსალოდნელი შედეგები, ირაციონალურ შედეგს ღებულობენ.

სხვათა შორის, აღნიშნულ პრობლემის კვლევაზე ამ ორიოდე წლის წინ ნობელის პრემია მიიღო მიიღო ამერიკელმა ეკონომისტმა რიჩარდ ტალერმა. ადამიანების დიდი ნაწილი ირაციონალურად იქცევა, როდესაც პირველადი მოხმარების საგნებს იძენს დიდი რაოდენობით - მათი მოთხოვნილებების რაციონალურ საჭიროებაზე ბევრად მეტს. მაგრამ რაციონალურად იქცევა ყოველთვის და ყველგან ყველი ბიზნესმენი და ბანკირი?

ეს რომ ასე ყოფლიყო, პრაქტიკაში არ ექნებოდა ადგილი: მიკროდონეზე - მეწარმეთა და ბანკების გაკოტრებას, ხოლო მაკროდონეზე - კრიზისებს, ინფლაციას და უმუშევრობის ზრდას.

რა შეიძლება გააკეთოდ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ პირობებში?

პირველ რიგში, ვალუტის სტაბილურობაზე მნიშვნელოვან როლს, ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და სავალუტო რეზერვებთან ერთად, მისი ხელმძღვანელის საზოგადოებრივი იმიჯი, საზოგადოებრივი ნდობა ასრულებს.

ბანკის ხელმძღვანელების „ვერბალურ ინტერვენციას“ - გასაგებად, დამაჯერებლად ინფორმაციის დროულ მიტანას ეროვნული ვალუტის სტაბილურობისათვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ათეულ მილიონობით სავალუტო ინტერვენციას.

იმ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, ვფიქრობ, შეიძლებოდა სარეზერვო ნორმის კორექცია - უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში შემცირება და ეროვნულ ვალუტაში - პირიქით, გაზრდა. ეს დადებით გავლენას მოახდენდა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების მიმართულებით.

იმ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, ვფიქრობ, შეიძლებოდა სარეზერვო ნორმის კორექცია - უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში შემცირება და ეროვნულ ვალუტაში - პირიქით, გაზრდა

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ხომ არ გამოიწვევს ეს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას?

მაგრამ ერთობლივი მოთხოვნა ისედაც შემცირებულია - ხალხის დიდი ნაწილი სახლში ზის, ანუ საზოგადოებაში შემცირებულია სატრანსპორტო ხარჯები, რესტორნებსა და კაფეებში კვების ნაცვლად ადამიანები სახლში სადილობენ, რაც მათ საბოლოო ჯამში გაცილებით იაფი უჯდებათ.

ისინი ნაკლებად გადაადგილდებიან, ეზოგებათ სახსრები საქონლისა და მომსახურების შეძენაზე და ამიტომ მოსახლეობის ხელთ არსებული ფულის მასა უკვე შეფარდებითად ჭარბ კატეგორიაშია გადასული. ეხლა უკვე ეროვნული ბანკის ამოცანაა მეისრესავით შეუცვალოს მიმართულება შეფარდებითად ჭარბ რესურსს, რათა ეს უკანასკნელი არ მიაწყდეს უშუალოდ პირველადი მოხმარების სამომხმარებლო ბაზარს და არ დააჩქაროს ინფლაცია.

ეროვნული ბანკის ამოცანაა მეისრესავით შეუცვალოს მიმართულება შეფარდებითად ჭარბ რესურსს, რათა ეს უკანასკნელი არ მიაწყდეს უშუალოდ პირველადი მოხმარების სამომხმარებლო ბაზარს და არ დააჩქაროს ინფლაცია

- ახლა როცა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც კორონავირუს ებრძვის, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და მედპერსონალი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, რომ როგორც კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გაჩნდა, ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამჯობინა.

ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთი კოორდინირებული ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ მეტ-ნაკლები წარმატებით ვუმკლავდებით პანდემიას, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები რომ მალე მსოფლიოს ქვეყნებისთვის და საქართველოსთვისაც დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება, ფაქტია.

ვიცით, რომ ხელისუფლებამ არაერთი კოორდინირებული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ხელისუფლების ოპოენენტები საუბრობენ იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა.

თქვენი დაკვირვებით, პანდემიის მძვინვარების პირობებში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?

- მდგომარეობა მართლაც და საკმაოდ არაორდინალური, ატიპიურია. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისების მეტი რა უნახავს, თუმცა ამჟამინდელი აშკარად გამოირჩევა წინამორბედებისაგან რამდენიმე ასპექტით.

ჯერ ერთი, მისი წარმომავლობა არ უკავშირდება ეკონომიკის რომელიმე სეგმენტს ან კვლავწარმოების ფაზას, იგი სამედიცინო-ბიოლოგიური წარმომავლობისაა, რის გამოც შემთხვევით არ დაიმსახურა სახელწოდება კორონომიკა.

თუ 2008 წლის კრიზისმა პირველ რიგში დაარტყა ფინანსურ სისტემას. ამჟამინდელი, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეპიცენტრი - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, შენარჩუნებისა და გამოჯამრთელების სისტემაა და აქედან ვრცელდება მისი შედეგები რეალურ ეკონომიკაზე, სოციალურ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და მხოლოდ ამის შემდეგ, „საკონტროლო გასროლის“ სახით - ფინანსურ სისტემაზე. ეკონომიკური პოლიტიკა შესაბამისად, მეორადი და წარმოებულია ჯანდაცვის პოლიტიკისა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასატარებელ პოლიტიკასთან შედარებით.

ეკონომიკური პოლიტიკა მეორადია და წარმოებულია ჯანდაცვის პოლიტიკისა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასატარებელ პოლიტიკასთან შედარებით

მეორე, მისი მასშტაბები უფრო ფართო და ყოვლისმომცველია, ვიდრე ტრადიციული ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის თუნდაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი. მაგალითად, 2020 წლის პირველ კვარტალში, მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი უკვე იმდენივეა, რა ოდენობის სამხედრო ხარჯებიც გასწია მილიტარისტულმა იაპონიამ მთელი მეორე მსოფლიო ომის 6 წლის მანძილზე (1939-1945 წწ.).

აშშ-ში ბიზნესის მოსალოდნელ ზარალს აბსოლუტურ განზომილებაში უკვე 4 ტრილიონი დოლარის დონეზე აფასებენ. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართოს დაახლოებით 2.0 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის თითქმის 10 პროცენტია და ფაქტობრივად, 2.5-ჯერ აღემატება იმ ხარჯებს, რაც ამერიკის ადმინისტრაციამ მიმართა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისაგან ქვეყნის ფინანსური სისტემის გადასარჩენად. გადაწყვეტილია ამერიკელი რეზიდენტების საშემოსავლო გადასახადის სამი თვით გადავადების საკითხიც.

აშშ-ში ბიზნესის მოსალოდნელ ზარალს აბსოლუტურ განზომილებაში უკვე 4 ტრილიონი დოლარის დონეზე აფასებენ. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართოს დაახლოებით 2.0 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის თითქმის 10 პროცენტია და ფაქტობრივად, 2.5-ჯერ აღემატება იმ ხარჯებს, რაც ამერიკის ადმინისტრაციამ მიმართა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისაგან ქვეყნის ფინანსური სისტემის გადასარჩენად

ანალოგიურ ზომებს იღებენ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოშიც.

ამ ფონზე, ჩვენი ქვეყნის მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში დიდი მანევრირების შესაძლებლობები ხელისუფლებას ნამდვილად არა აქვს. აქ ეკონომიკური პოლიტიკის, შესაბამისი მანევრირების შესაძლებლობა სამი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორის ოპტიმალურ თანხვედრაზეა დამოკიდებული - დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული, თუმცა უკვე სერიოზულ ცვლილებებს დაქვემდებარებული ასიგნებები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან შეპირებული დახმარება და ჩვენი საზოგადოების წევრთა მოქალაქეობრივი, სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა.

ამ უკანასკნელმა ფაქტორმა შეიძლება სერიოზული კორექტივი შეიტანოს ჯანდაცვაზე მიმართული სახსრების მოცულობაზე და რადგანაც ეკონომიკა, მიმდინარე მომენტის გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსებს ამჟამად ფაქტობრივად „მონარჩენობის პრინციპით“ ღებულობს, ეს „მონარჩენი“ შეიძლება ან მეტი იყოს, ან - ნაკლები.

აღნიშნულის გთვალისწინებით ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მუშაობს ზეოპერატიულ, ხატოვნად რომ ვთქვათ, „112-ის რეაგირების“ რეჟიმში და მის მიერ დღემდე მიღებული გდაწყევეტილებები მაქსიმლურად დროული, ეფექტიანი და ადრესულია. თუმცა ეს არის, ვიმეორებ, ოპერატიული რეაგირება, ფორს-მაჟორულ ვითარებაში მოსახლეობის ზარალის მაქსიმალურად შესამცირებლად.

ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მუშაობს ზეოპერატიულ, ხატოვნად რომ ვთქვათ, „112-ის რეაგირების“ რეჟიმში და მის მიერ დღემდე მიღებული გდაწყევეტილებები მაქსიმლურად დროული, ეფექტიანი და ადრესულია. თუმცა ეს არის, ვიმეორებ, ოპერატიული რეაგირება, ფორს-მაჟორულ ვითარებაში მოსახლეობის ზარალის მაქსიმალურად შესამცირებლად

- ეკონომიკის სფეროში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებთაგან სავარაუდოდ, რომელი იმუშავებს ეფექტურად და რომელი ვერა?

- ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული ნაბიჯების სრული პაკეტი ჯერ კიდევ მისაღებია დ მასში, დარწმუნებული ვარ, ასახვას ჰპოვებს გარკვეული შეღავათები არა მარტო ცალკეული სახის პირველადი მოხმარების საგნებზე სუბსიდირების კუთხით, არამედ ხარჯებშიც კომუნალურ გადასახადებზე.

თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ფისკალური პოლიტიკისაგან განსხვავებით, ვერ წვდება მონეტარულ პოლიტიკას - ეს უკანასკნელი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმასრულებელი ხელიუფლებისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მოქმედებას.

მხედველობაში მაქვს, რომ მთავრობის „აღმა ხნული“ ეროვნულმა ბანკმა „დაბლა არ ფარცხოს“. ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ.

მთავრობის „აღმა ხნული“ ეროვნულმა ბანკმა „დაბლა არ უნდა ფარცხოს“. ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ

- ხელისუფლების ოპონენტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში სულ უფრო აქტუალური თემაა ხელისუფლების მიერ პარლამენტში ახალი ბიუჯეტის შეტანა და დამტკიცება.

ოპოზიცია „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს არსებულ ვითარებაში პერსპექტივაზე გათვლილ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობაზე.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში?

- ვფიქრობ, ჩვენ მართლაც ვერ ავცდებით „ქამრების შემოჭერას“, სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ზრდას და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გარკვეულ მუხლობრივ გადანაწილებას.

დღეს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს არა ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის დაანონსებული ეკონომიკური ზრდის ტემპების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ბოლო არასრული ორი თვის მანძილზე გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზი 2020 წელზე უკვე ორჯერ შეამცირეს - ჯამში 2.8 პუნქტით და იგი ამჟამად 0.4 პროცენტს არ აღემატება, არამედ ზრუნვა დაკარგულშემოსავლიანი ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლის მქონე მრავალი ათასი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებული სახსრების ეკონომიკური ზრდის მულტიპლიკაციური ეფექტი რეალურ სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე სოციალურ სფეროში, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებზე განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ნაწილის გადასროლას უშუალოდ სოციალური დანიშნულებით.

ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ინფრასტრუქტურული პროექტებზე განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ნაწილის გადასროლას უშუალოდ სოციალური დანიშნულებით

მოსაფიქრებელია, რა სახისა და მოცულობის იქნება ვაუჩერების დარიგება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე კომუნალური გადასახადების დაფარვის, პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და რიგი სხვა მიმართულებებით.

ვფიქრობ, ყოველივე ეს ასახვას ჰპოვებს 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში, რომლის მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს უახლოეს დღეებში მიიღებს პარლამენტი.

უკვე შემდგომ, კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზის გადავლის შემდეგ, უნდა გატარდეს ღონისძიებები მანამდე გაჩერებული, „დაპაუზებული“ ბიზნესის ამოქმედებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, სუბსიდირების გამოყენებაზე.

ანუ მიმდინარე მომენტის სირთულის მიუხედავად, ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი, დინამიური განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ფორმირებაზე.

მიმდინარე მომენტის სირთულის მიუხედავად, ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი, დინამიური განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ფორმირებაზე

- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 10 მილიონი ლარი გამოჰყო 9 ყველაზე მოხმარებადი პროდუქტების ფასის დასაზღვევად, მაგრამ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ამ დასახელების პროდუქტებზე ფასი გაზრდილია 20-50 თეთრით, შაქრის შემთხვევაში მეტითაც.

რა შეიძლება ითქვას - ბიზნესი, რომელზეც ხელისუფლება ამბობს რომ მხარში უდგას ხელისუფლებას მთლად წესირად ვერ იქცევა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ შესწევთ უნარი უფრო მკაცრად აკონტროლონ ფასები?

- ჯერ ერთი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თვით საგანგებო ვითარების დროსაც შეუძლებელია ფასების მხოლოდ კონტროლი, თუ მას სხვა თანმდევი ეკონომიკური შინაარსის ღონისძიებები - საგადასახადო პრეფერენციები, სუბსიდიები, შეღავათები მიწოდებისა და ტრანსპორტირებისას და სხვა ღონისძიებები არ სდევს თან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი აღნიშნულ საქმიანობაზე ინტერესს დაკარგავს.

მეორეც, მთავრობამ კონკრეტული ღონისძიებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის დასაცავად უკვე გადადგა. ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი - ის პროდუქტებია, რაზეც მთავრობა ფასების შენარჩუნებას სუბსიდიის დახმარებით აპირებს. მაგრამ ამ პროდუქტების დიდი ნაწილი იმპოერტირებულია.

მაგალითად, საქართველოში მოხმარებული ხორბლის 85 პროცენტი იმპორტირებულია. მეტ-ნაკლებად ანლოგიური მდგომარეობა გვაქვს ზეთის, ლობიოსა და სხვა პრიოდუქტების მიხედვითაც. დასახელებული პროდუქტების იმპორტმა 2019 წელს თითქმის 280 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ხელისუფლების მიერ დაზღვეული პროდუქტების სუბსიდირების წლიური მოცულობა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ლარი/დოლარი კურსი. დღევანდელი მდგომარეობით, თვეზე გაანგარიშებით, ეს დაახლოებით 1.5-2.0 მლნ. ლარია.

ხელისუფლების მიერ დაზღვეული პროდუქტების სუბსიდირების წლიური მოცულობა დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ლარი/დოლარი კურსი. დღევანდელი მდგომარეობით, თვეზე გაანგარიშებით, ეს დაახლოებით 1.5-2.0 მლნ. ლარია

- ხელისუფლება აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ბიზნესს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა სფეროს იგი ვერ გაწვდება. კარგია, რომ ეკონომიკის გარკვეული სფეროები არ გაჩერებულან.

ახლა მთავრობას დახმარებისთვის თითქმის ყველა ბიზნესის წარმომადგენლები მიმართავენ, მაგრამ ცხადია, ხელისუფლება ყველას ვერ დაეხმარება. არავინ დავობს, რომ ვირუსთან საბრძოლველად მოწოდება - „დარჩით სახლში“! კარგია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ შეძლებს კომუნალური გადასახადების გადახდას.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საფრანგეთის მთავრობის მსგავსად საქართველოს ხელისუფლებამაც საკუთარ თავზე აიღოს თუ ყველას არა, სოციალურად დაუცველი და პენსიონრების კომუნალური ხარჯების დაფარვა?

- ვფიქრობ, ჩვენ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ და მოდით, მთავრობას დავუტოვოთ კომუნალური გადასახადების თავის თავზე აღების წინადადებების გაჟღერების შესაძლებლობა. ჩვენი სახელმწიფო სოციალურად ორიენტირებულია და ამის გათვალისწინებით მისი ქმედებები სწორედ მოსახლეობის სოციალური დაცულობისკენაა მიმართული.

მოდით, მთავრობას დავუტოვოთ კომუნალური გადასახადების თავის თავზე აღების წინადადებების გაჟღერების შესაძლებლობა

ვფიქრობ, მხარდაჭერას იმსახურებს პაარლამენტარ გია ჟორჟოლიანის ახლახანს გაჟღერებული წინადადებაც სოლიდარობის ფონდის შექმნის თაობაზე.

ისე, საფრანგეთს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს თავისი მოქალაქეების დახმარებისათვის. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, მისი ეკონომიკა ჩვენსაზე თითქმის 10-ჯერ, ხოლო საბიუჯეტო სახსრები - თითქმის 19-ჯერ მეტია. თუმცა, სოციალური სოლიდარობის ასპექტით ჩვენ ნამდვილად არ ჩამოუვარდებით ამ ქვეყანას, რომელის სლოგანიც უკვე მესამე საუკუნეა Liberté, Égalité, Fraternité - თავისუფლება, თანასწორობა და ძმობაა...

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო