ნათია თურნავა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო

ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო.

ნათია თურნავას თქმით, ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას.

„დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით დავიწყეთ პირბადეების მიწოდება, პირველ რიგში, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის“, -.აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული წარმოების პირბადეები, რომლებიც მზადდება რამდენიმე საწარმოში, დარიგდება პრიორიტეტების მიხედვით იქამდე, ვიდრე არ აეწყობა მასობრივი წარმოება, რომელიც, დამოკიდებულია ნედლეულზე და სავარაუდოდ, მალე იქნება.

„ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები - მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია.

„ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას, ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე“. - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა