ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ

ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით.

„კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია 780 მაღაზია და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული პირბადეები გადანაწილდება პროპორციულად, საჭიროების შესაბამისად. ამის გარდა, დავარიგებთ, ასე ვთქვათ, სახის დამცავ სხვა საშუალებს და ხელთათმანებს“ , - განაცხადა მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ჭელიძემ.

„გუდვილის“ დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, კომპანიის თანამშრომლების საქმიანობა არსებულ სიტუაციაში სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მათი, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქმეში მთავრობა ბიზნესს გვერდში უდგას.

„მისასალმებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესში, რომ სავაჭრო ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა პირბადეებზე, დეზინფექციის საშუალებებზე. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მართლა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რასაც დღეს აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მთავრობა გვერდში გვიდგას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ორგანიზებულად ახორციელებს პირბადეების მოწოდებას და ჩვენთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომია ყოველგვარი შეფერხებისა და პრობლემების გარეშე. მადლობა მთავრობას, რადგან ყველა ჩვენი თანამშრომელის ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი“ , - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სასურსათო-სავაჭრო ქსელების თანამშრომლებისთვის დღეს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო. პროცესს უშუალოდ ესწრებოდა ნათია თურნავა, რომლის შეფასებით, უმთავრესი პრიორიტეტია როგორც მაღაზიების თანამშრომლების, ასევე მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა