ლევან რატიანი - ახალშობილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია - დედა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მისი თქმით, ჩვილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ელოდებიან პასუხებს.

„ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს.

რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის“,-განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი დღეს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა