ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ ტურნირები შვეიცარული სისტემით, 9 ტურად იმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ტურნირებში მონაწილოების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელია დარეგისტრირება ვებ-გვერდზე www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში „Georgian Chess Federation“.

ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს