ანდრია ჯაღმაიძე - უცნაური იქნებოდა, სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა - ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს

საქართველოს საპატრიარქოში არ ფლობენ ინფორმაციას რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მღვდელმსახურთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, მათ ეცოდინებოდათ.

"არ გვაქვს ჩვენ ასეთი ინფორმაცია, საიდანაც გაიგეთ, სჯობს იქ გადაამოწმოთ. სასულიერო პირი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ ჩვენ გვეცოდინებოდა. არ მოსულა ჩვენამდე მსგავსი ინფორმაცია. უცნაური იქნებოდა, რომ სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა, თუმცა, გამორიცხულიც არაა, რომ არ გვცოდნოდა. მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ერთადერთი ადამიანი ამბობს ამას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიაში ერთ-ერთ მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო