ეკატერინე ტიკარაძე -  ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა არის სტაბილური და სხვა კლინიკებში გადაყვანას არ საჭიროებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის მარნეულსა და ბოლნისში სქრინინგი 35 000-მა მოქალაქემ გაიარა და მათგან ჩივილები 25-მდე პაციენტს დაუდგინდა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი მოქალაქეების მდგომაროება არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და სხვა კლინიკებში გადაყვანას.

„ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, ადგილზე დასქრინულია 35 000 მოქალაქე ეს არის 8000- მდე ოჯახი მათგან გამოვლინდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. 25-მდე ადამიანს ამ ეტაპზე დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი მოქალაქეების მდგომაროება არის სტაბილური. ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკებში. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავრთავთ შესაბამის სამსახურებს რათა პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა