გაეროს გენერალური მდივანი - თუკი ჩვენ არ მოვაგვარებთ კორონავირუსის კრიზისს, მილიონობით ადამიანი, შეიძლება, დაინფიცირდეს და დაიღუპოს

ჩვენ ამ ვირუსის გამო ვცხოვრობთ საომარ სიტუაციაში და მას საომარი ეკონომიკით უნდა გავუმკლავდეთ , - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან მსოფლიოს კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.

„ქვეყნები შენელებულად რეაგირებენ კორონავირუსის კრიზისზე, მაგრამ ახლა დადანაშაულების დრო არ არის. თუკი ჩვენ არ მოვაგვარებთ COVID-19-ის კრიზისს, მილიონობით ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და მოკვდეს. კრიზისი გაცილებით უფრო სერიოზული იქნება, თუკი ჩვენ არ გვექნება სტრატეგია ან კოორდინაცია“, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

ის განვითარებულ სამყაროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეაგროვონ ტრილიონები, რათა ღარიბ ქვეყნებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა