საქართველოს პრეზიდენტი ემიგრანტებს - ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ქართველ ემიგრანტებს მიმართა და სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"ჩემო თანამემამულეებო, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც იმყოფებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენი ოჯახებისგან მოშორებით, იქ, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული, მძიმე პირობებში. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა და გთხოვოთ - იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს