ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნაში 22.5 მეგავატიანი ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას 6 თვე და 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. ღუმელი დღეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას 10%-ით გაზრდის.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კაპიტალური რემონტის პროექტის განხორციელებაში ძირითადად ქარხნის ტექნოლოგიური, საპროექტო, მექანიკური, სამშენებლო, ენერგეტიკის, მეტროლოგიისა და ავტომატიკის სამსახურები იყვნენ ჩართული.

„ჯორჯიან მანგანეზს“ თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უკავია და დღეს შექმნილ რთულ სიტუაციაში, როდესაც ვირუსის გავრცელების გამო ასობით კომპანია გაჩერებულია, დაკარგულია უამრავი სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტა მკვეთრ ვარდნას განიცდის - კომპანიის შეუფერხებელი წარმოება უმნიშვნელოვანესია. ეს კარგად ესმის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც ეპიდემიის გავრცელების არც ერთ ეტაპზე მუშაობა არ შეუჩერებიათ. ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ექსპორტი და სავალუტო ნაკადების შემოდინება. „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა არათუ ინარჩუნებს სრულ საოპერაციო ციკლს, არამედ ზრდის კიდეც წარმოებას, რაც მისასალმებელია. ახალი, მძლავრი ღუმელის პროექტში კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მთავარი ინვესტიცია ჩვენი თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოა - საპროექტო, ტექნოლოგიური, სამშენებლო, მექანიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალთა უწყვეტი გუნდური მუშაობა თვეების განმავლობაში - რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ურთულეს პერიოდში ნაყოფს მოიტანს: გაიზრდება სილიკონ მანგანუმის გამოშვება, ექსპორტი და ეს „ჯორჯიან მანგანეზს“ რეგიონში ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანის თქმით კი, ახალი ქართული ღუმელი ახალი სიტყვაა წარმოებაში.

"საწარმოო პროცესი აქ დახურული ციკლით წარიმართება და გარემოში მავნე მტვრის გაფრქვევას სრულად აღკვეთავს. ღუმელი ფეროს ნოუ-ჰაუა და მთლიანად ქართველ პროგრამისტთა მიერ შექმნილი ტექნოლოგიით არის აწყობილი. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ღუმელის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ათასობით თანამშრომლისა და ქვეყნის წინაშე და ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზებით წარმოების სრული ციკლის შენარჩუნებას ახერხებს“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა