კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ზუგდიდში დადასტურდა, პირი თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იყო

კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ზუგდიდში დადასტურდა, ინფიცირებული პირი თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონის "საზოგადოებრივი ორგანიზაციის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს მოათავსეს, ის 67 წლისა.

რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოდიშარია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით წუხელ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. ინფორმაციისთვის, 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ზუგდიდში დადასტურდა, პირი თურქეთიდან ჩამოვიდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა