ანგარიშის გახსნიდან 72 საათში  Stop Cov ფონდში 9  მილიონი ლარი შეგროვდა

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 -ის ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა; მაგთიკომი; არ ემ ჯი, მეტროჰოლდინგი ; თელავის ღვინის მარანი; პე-ეს-პე ჯგუფი; თეგეტა მოტორსი; ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი; ფოთის საზღვაო ნავსადგური; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე; ჰუალინგი ; სამშენებლო კომპანია "დირსი" ; თბილი სახლი ; სარაჯიშვილი; სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ ; ქსელი „სუფთა სახლი“; რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი; ასკანელი ძმები.

მათივე ცნობით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს