ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა და მიწოდება უსაფრთხო წესით ხორციელდება - კორონავირუსთან დაკავშირებით საწარმო "კოლორ ჯგუფი" მუშაობის წესს აახლებს

მაღალტექნოლოგიურმა საწარმო „კოლორ ჯგუფმა“ ბეჭდვის ყველა სტანდარტისა და ჰიგიენის განსაკუთრებულ დაცვასთან ერთად ბეჭდვის ტექნოლოგია და მუშაობის წესი კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „კოლორ ჯგუფი“-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, “კოლორ ჯგუფში” იწარმოება და იფუთება პერიოდული გამოცემები: გაზეთები “კვირის პალიტრა”, “ლელო” . ჟურნალები: “გზა”, “მკურნალი”, ბომონდი”, „გემრიელია“, “შინ“ და სხვა.

„კოლორ ჯგუფის“ წარმომადგენლის განცხადებით, საწარმო 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა ქართული პრესა მკითხველებს შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მიეწოდოს.

„საგანგებო რეჟიმისა და თვითიზოლაციის პირობებიდან გამომდინარე წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. მომხმარებლებს მუდმივად სჭირდებათ, ინფორმირებულნი იყვნენ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეცნობოდნენ სხვადასხვა სფეროს სიახლეებს.

ამასთანავე, ვიაზრებთ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და სავალდებულოდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ჩვენი ბეჭდვითი ტექნოლოგიებისა და სტანდარტებისთვის, რადგან ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია. ბეჭდვის ყველა საფეხურზე ხდება ჩვენს საწარმო პროცესებში ჩართული კადრების კონტროლი, ისინი სრულად ეკიპირებულები არიან საჭირო ინვენტარით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით, ვიცავთ მათ შორის არსებულ 1.5 მეტრიან დისტანციას, ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმასა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რათა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა ჩვენი მომხმარებლისთვის“,-განაცხადა კომპანია „კოლორ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ბესო ჭელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა