მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 450 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 20 500-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 113 000-მდე პაციენტი

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 450 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, გლობალურად ინფიცირებულთა რაოდენობამ 451 355 შეადგინა. მათგან ყველაზე მეტი ფიქსირდება, ჩინეთში - 81 661 ადამიანი, შემდეგ იტალიაში - 74 386 ადამიანი, აშშ-ში - 60 115 ადამიანი, ესპანეთში - 47 610 ადამიანი და გერმანიაში -35 740 ადამიანი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდა ირანი, საფრანგეთი, შვეიცარია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, Covid-19-ით დაიღუპა 20 500-მდე ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 113 000-მდე ინფიცირებული. 7503 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას, 3 434 - ესპანეთს, 3163 ჩინეთს, 2 077 ირანს, ხოლო 1 100 საფრანგეთს. ყველაზე მეტი - 60 811 ინფიცირებული ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა