ესპანეთის ვიცე-პრემიერი  კორონავირუსით დაინფიცირდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერი კარმენ კალვო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობაში ადასტურებენ. მეორედ ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ვიცე-პრემიერი 22 მარტს რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისთვის ჩატარებულმა პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ მედიკოსებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს შედეგები საბოლოო არ იყო. კალვოს ჯანმრთელობა უკეთესდება, რომელიც საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატაში მკურნალობს.

ესპანეთის მთავრობაში კორონავირუსი მთავრობის ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხთა და თანასწორობის საკითხთა მინისტრებს დაუდგინდათ. თვითიზოლაციაში იმყოფება დედოფალი ლეტიცია. 25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 48 000-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 3434 პირი.

იხილეთ ვიდეო : ესპანეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო