კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი და ტექნიკური პერსონალი მოქალაქეების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის პროგრამაში ჩაერთვებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, უწყების კუთვნილი 5 ავტომანქანა და მათი მძღოლები თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირების ქვეშ მოექცევა.

„პერსონალის მიერ შესაბამისი სამედიცინო უსაფრთხოებისა და ქცევის ნორმების სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ, სააგენტოს მძღოლები, სხვა მოხალისეებთან ერთად, განახორციელებენ საცხოვრებელ სახლებში მყოფი ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიწოდებას. ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები თბილისის მერიის ცხელ ხაზს (032) 2722222 და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზს (032) 2961092 დაუკავშირდებიან. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა ავტომანქანებისა და თანამშრომლების მიერ განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს