აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებას Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამით განახორციელებს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია, რომლის თანახმად უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების პროგრამას Office 365 A1 ლიცენზირების ფარგლებში განახორციელებს. აღნიშნული დისტანციური სწავლების პროგრამა ინტეგრირდა უნივერსიტეტის სასწავლო ბაზასთან (EEU-EL), რის შედეგადაც, ერთიან სისტემაში მოექცა სალექციო საათები (სასწავლო ცხრილი), სალექციო კურსები, სასწავლო გეგმები, ონლაინ ლექციების გამართვა, დავალებები, ტესტები, ჯგუფების მართვა, სალექციო მასალები, და ა.შ.

სისტემა ახორციელებს ონლაინ ლექციების დროს ნებისმიერი სასწავლო მასალის გამოყენების შესაძლებლობას (Power Point; word, excel, და ა.შ.), ასევე, ავტომატურად ახდენს ჩატარებული ონ-ლაინ ლექციების დაარქივებას, რაც მათ შემდგომისთვისაც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომს ხდის სტუდენტებისთვის. შეიქმნა მოკლე სახელმძღვანელოები და პროგრამის მოხმარების ვიდეო-ინსტრუქციები სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის, განხორციელდა თანამშრომელთა ტრენინგები. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის თანამშრომლობა მოიცავს სისტემის დანერგვიდან სალექციო პროცესის დაწყების შემდგომი პერიოდის მხარდაჭერასაც (Go Live Support). უნივერსიტეტმა Microsoft Teams-ის მძლავრი საკომუნიკაციო სისტემა კომპანია იუ ჯი თი-სთან ერთად დანერგა, რომელიც კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია, ფლობს Microsoft Global Training და Microsoft Gold Partner სტატუსებს. დღეიდან უკვე ჩაეშვა განახლებული სასწავლო ელექტრონული ბაზა ინტეგრირებული დისტანციური სწავლების პროგრამით.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების პროცესი 1 აპრილიდან დაიწყება.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს