თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი -  80 და 62 წლის პაციენტების მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, 5-ის კონტაქტი ცნობილი არ არის. როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 5-ვე მათგანი მარნეულიდან გადმოიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, მარნეულიდან ასევე ელოდებიან კიდევ ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ერთი ქალბატონი, მანამდე ვინც ჩამოვიყვანეთ მარნეულიდან, აპარატზეა გადასული. მისი მდგომარეობა მძიმეა. დღეს გვქონდა განხილვა და პარამეტრები მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ ისევ მძიმედ რჩება. მოხსნა აპარატიდან ვერ ხერხდება. მის შემდეგ კიდევ შემოვიდა 4 პაციენტი მარნეულიდან, 3 ქალი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან დედა და ორი შვილია. თავს ცუდად არ გრნობენ, მაგრამ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პნევონიაა მათთან კარგად გამოხატული. რაც შეეხება მათ ნათესავ ქალს, მასთან მდგომარეობა უკეთესია.

ამ წუთში ჩვენს კლინიკაში არის 55 პაციენტი, აქედან 12 არის დაინფიცირებული კორონავირუსით. ჯერჯერობით ახალი პაციენტი არ დაგვმატებია, გუშინ გაკეთებულ ყველა ტესტზე უარყოფითი იყო პასუხი. ახლა ველოდებით მარნეულიდან ერთ დადასტურებულ შემთხვევას. არ ვიცით არც სქესი, არც ასაკი“, - განაცხადა ტურძელაძემ.

როგორც ტურძელაძე ამბობს, პაციენტების ნაწილის კონტაქტები ცნობილია, თუმცა ეპიდემიოლოგები ადგენენ კონტაქტებს მარნეულიდან გადმოყვანილ 5 პაციენტზე.

„მათ შორის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტებს, რომლის მდგომაეობაც მძიმეა და აპარატზეა მიერთებული. თითქოს გავიდნენ რაღაც კონტაქტებზე, მაგრამ მარნეულიდან ჩამოსულები ჩვენთვის მაინც უცნობია, დანარჩენი 7 პაციენტის კონტაქტი ცნობილია. როგორც აღვნიშნე კიდევ ველოდებით ერთ პაციენტს, რომელიც ჩვენთან ახალი პაციენტი იქნება და დაგვემატება მე-13 პაციენტი.

აქედან, როგორც აღვნიშნე 80 და 62 წლის პაციენტების მდგომარეობაა მძიმე. 80 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო შემოყვანისას, კიდევ უფრო დამძიმდა და აპარატულ სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ახლაც მძიმეა მისი მდგომარეობა. ყველაფერი კეთდება, რეანიმაციული ბრიგადა მთელი დატვირთვით მუშაობს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ მძიმეა ორივე შემთხვევა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

იხილეთ ვიდეო:თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 80 და 62 წლის პაციენტების მდგომარეობა მძიმეა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა