ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ვირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა მათ კლინიკაში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

როგორც იშხნელმა აღნიშნა, გუშინ ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტის ტესტთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხები მიიღეს. მისივე განმარტებით, კლინიკაში ასევე გუშინ ღამით 2 პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ტესტების პასუხებს ელოდებიან.

„საბედნიეროდ, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა , 16 პაციენტი გვყავს. მათ შორის 4 დადასტურებული შემთხვევა. დანიშნულების მიხედვით მიმდინარეობს მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს კლინიკური გართულება არ აღენიშნება“, - განაცხადა კახა იშხნელმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისია, რომ ერთ-ერთ პაციენტს პნევმონია აქვს, მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესებულიც კი არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა