ფონდი World of Diaspora-ს დამფუძნებელი - ქართველი ემიგრანტები ნიდერლანდებში დარჩენილ თანამემამულეებს ეხმარებიან

ქართველი ემიგრანტები ნიდერლანდებში დარჩენილ თანამემამულეებს ეხმარებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებელმა, ნიდერლანდებში მცხოვრებმა ლალი ბუთბაიამ განუცხადა, ამსტერდამი-თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო, ათეულობით მგზავრმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა და საქართველოს საელჩომ ნიდერლანდების სამეფოში ისინი სასტუმროში დააბინავა. მათი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად კი ემიგრანტების ნაწილი გაერთიანდა და ფინანსების მობილიზება დაიწყეს.

მისი თქმით, შეგროვილი თანხის ნაწილი თანამემამულეებს გადაეცათ, თანხის ნაწილით კი, საჭირო ჰიგიენურ ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს შეიძენენ.

„მე ექვსი გაერთიანებული მერიის იურიდიული მრჩეველი და მუნიციპალიტეტის საგადასახადო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვარ სამსახურში, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა თანამშრომელს. ამიტომ, თვითიზოლაციაში ვარ. თბილისის ავიარეისის გაუქმების გამო, ჩვენი თანამემამულე მგზავრები ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ჩემი და თანამოაზრეების ინიციატივით, კრიზის-ჯგუფი შეიქმნა. ჩვენმა საელჩომ ისინი სასტუმროში დააბინავა, თუმცა ფულად დახმარებაზე და საჭირო ნივთების შეძენაზე ჩვენ ვზრუნავთ. მადლობა მინდა გადავუხადო საელჩოს, საკონსულოსა და ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართველებს, ვინც ამ რთულ პერიოდში გულისხმიერება გამოიჩინა. რამდენიმე საათში 2000 ევრო უკვე შეგროვდა. დღესაც ველოდებით ფინანსურ დახმარებას. თორმეტ ჩვენს თანამემამულეს უკვე დავეხმარეთ. ახლა ის დროა, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ“,-განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

როგორც World of Diaspora-ს დამფუძნებლი აცხადებს, გახსნილია „ფეისბუქ-ჩატი“ სადაც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები, ემიგრაციაში მყოფი იურისტი, ექიმი, ფსიქოლოგი და სხვა პროფესიის ადამიანები არიან გაწევრებულები, რომლებიც 24 -საათიან რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან გასაჭირში მყოფ თანამემამულეებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა