ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 35 პაციენტია, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 35 პაციენტია მოთავსებული.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ 15 ადამიანის ანალიზის პასუხი, ვისაც კორონავირუსზე კვლევა გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითია.

„ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 35 პაციენტია. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ, ჩვენი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, გადაყვანილი იქნა გორის ბოქსირებულ პალატაში. გუშინვე გაკეთდა 15 ანალიზი და ყველა მათგანს ნეგატიური პასუხი აქვს ინფექციაზე. ასე რომ, ამ წუთას ჩვენს კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი არ გვიწევს. მიმდინარეობს იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა შედარებით, თუმცა სტაბილურად მძიმედ რჩება, მკურნალობა გეგმის მიხედვით გაგრძელდება“,- ლევან გოფოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო