გიორგი ვაშაძე - მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას უშინაარსო ბრიფინგის გაუქმებასთან დაკავშირებით

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, სამთავრობო ბრიფინგის გაუქმებასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის „ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ მის მიერ გაცემული რეკომენდაცია გაითვალისწინა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, მსგავსი ქმედებებით ქვეყანაში პანიკის ნიშნული შემცირდება და მოსახლეობაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

„მივესალმები მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაითვალისწინეს ჩვენს მიერ მიცემული გუშინდელი რეკომენდაციები და დღეს დილით გააუქმეს უშინაარსო სამთავრობო ბრიფინგი. ამასთან ერთად ტელევიზიებიც არასაგანგებო რეჟიმში, ჩვეულ რიტმში განაგრძობენ მუშაობას. ზუსტად ასე უნდა შევაჩეროთ ქვეყანაში არსებული პანიკა და დავამშვიდოთ ხალხი. ჩვენ შევძლებთ ერთად დავამარცხოთ არსებული პრობლემები და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უამრავი ბრიფინგის ნაცვლად მთავრობამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს. სამთავრობო ბრიფინგები უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და დამაჯერებელი, რათა საზოგადოებამ დაინახოს თუ რა სამოქმედო გეგმა გააჩნია ხელისუფლებას კრიზისიდან თავის დასაღწევად. ხვალ ჩვენ შემოგთავაზებთ გეგმას, თუ როგორ იქნება შესაძლებელი უმოკლეს ვადებში მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა და ჩვენმა ქვეყანამ ჩვეულ რითმში განაგრძოს ცხოვრება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს