აპლიკაცია „გუდა“ - პროფესიონალურად გახმოვანებული ყველა ჟანრის ლიტერატურის მოსმენის შესაძლებლობა

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სულ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა. ცხოვ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პი და სურ­ვი­ლი - რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­დავ­ტვირ­თოთ თვა­ლე­ბი - აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი­სად­მი მზარ­დი ინ­ტე­რე­სის ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ჩვე­ვე­ბიც შეც­ვა­ლა. და­ბეჭ­დი­ლი წიგ­ნე­ბის შემ­დეგ ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გრძნო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­დან მხო­ლოდ სმე­ნას მო­ი­თხოვს და ხელს გვი­წყობს, რომ საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის თან ვა­ტა­როთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ­წიგ­ნებს არც ისე დიდი ის­ტო­რია აქვს. ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ვებგ­ვერ­დი gudabooks.ge წელს გა­მოჩ­ნდა და მა­ლე­ვე მი­ი­პყრო წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა ყუ­რა­დღე­ბა.

gudabooks.ge-ის მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­მარ­ტი­ვოს. იგი მკი­თხველს სა­კუ­თა­რი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­დაც მის­თვის სა­სურ­ველ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უყ­რის თავს და მო­უს­მენს ყველ­გან: სახ­ლში, მან­ქა­ნა­ში, თვითმფრი­ნავ­ში, მა­ტა­რე­ბელ­ში, სე­ირ­ნო­ბი­სა თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

gudabooks.ge-ზე, ამ­ჟა­მად, სხვა­დას­ხვა ჟან­რის 200-მდე წიგ­ნია ხელ­მი­საწ­ვდო­მი:

ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი, რაც წიგ­ნის მოს­მე­ნას ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო­სა და კომ­ფორ­ტულს ხდის.

აპლიკაციით სარგებლობისთვის მიჰყევით ინსტრუქციას: https://www.gudabooks.ge/instruqcia/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა