გოგი მეშველიანი - მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან გუშინ დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. მისივე ინფორმაციით, სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12 იყვნენ თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ. ეს ქალბატონი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება“, - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მერიასთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იღებს მოქალაქეთა ზარებს და ხდება მყისიერი რეაგირება როგორც სოციალურ, ისე გადაადგილებასთან და სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი თვითმმართველობა მობილიზებულია ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები არიან მობილიზებულნი. ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს