“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს

„თიბისი დაზღვევა” - ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” „თიბისიდან” აცნობეს.

„ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან:

ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციისთვის უნდა ჩამოტვირთოთ REDMED - ის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში. REDMED-ის დახმარებით შეგიძლიათ ექიმის მომსახურება სასურველი ფორმით მიიღო: გაიაროთ ვიდეო/აუდიო კონსულტაცია თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ან ექიმი სახლში გამოიძახოთ. თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმის კონსულტაცია დაზღვეულებისთვის უფასოა, სხვა პროფილის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობის შემთვევაში კი ანაზღაურება მარტივად მოხდება. გადახდების დოკუმენტაცია Facebook Messanger -ში, ბი ბოტის დახმარებით უნდა გამოაგზავნოთ, ან on.tbcinsurance.ge-ზე ატვირთოთ.

ელექტრონული მიმართვა ამბულატორიულ მომსახურებებზე 12 პროვაიდერ კლინიკაში:

ატვირთეთ ექიმის დანიშნულება და ფორმა #100 მეილზე - online@tbcinsurance.ge და თქვენი მიმართვა გადაიგზავნება ჩამოთვლილი კლინიკებიდან სასურველში: ავერსის კლინიკა, თოდუას ცენტრი, მეგალაბი, ციტო, მრჩეველი, გაგუას კლინიკა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური სავადმყოფო, გიდმედი, ახალი მზერა, Family Clinic, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, მაღალტექნოლოგიური კლინიკა მედცენტრი (ბათუმი).

ელექტრონული მიმართვა მედიკამენტებზე:

ქრონიკული მოხმარებისა და ასევე ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე თქვენთვის გამოიწერება ელექტრონული მიმართვა. ამისთვის საჭიროა ოჯახის ექიმთან ისტორია გქონდეთ გახსნილი. მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - (032) 2 42 11 11

საგარანტიო წერილის მოთხოვნა:

წერილის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ მეილზე - on.tbcinsurance.ge

ანაზღაურება:

ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge. ასევე Facebook Messenger-ში, b bot-ის დახმარებით. 500 ლარამდე თანხა 1 სამუშაო დღეში, 500 ლარზე ზემოთ კი 3 სამუშაო დღეში აგინაზღაურდებათ. სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება 3 სამუშაო დღეში მოხდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს