გიორგი ვაშაძე - საზოგადოებასა და მთავრობას ხვალ ანტიკრიზისულ გეგმას წარვუდგენთ

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში პანიკის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და მართველ გუნდს ბრიფინგების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის განცხადებით, გაუბედურებული გზავნილები და არადამაჯერებელი განცხადებები საზოგადოებაში უფრო მეტ პანიკას იწვევს.

გიორგი ვაშაძე ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას აანონსებს.

"გუშინ ჩამოვიდა 1000 ტესტი, გვითხრეს, რომ ეს არის 1000 სწრაფი ტესტი. კარგია, რომ ჩამოვიდა ეს ტესტი მაინც, მაგრამ 1000 არის ზღვაში წვეთი. ეს არის ჩვეულებრივი ლაბორატორიული ტესტი, რაც ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში იყოს, მაგრამ ეს არ არის სწრაფი ტესტი, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომ მოხდეს მასობრივი ტესტირება და დიაგნოსტიკა საზოგადოების ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მთავარი საკითხი, რატომ გქვავს ქვეყანაში პანიკა?ამის გამომწვევი არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: 1) ეს არის ჯანდაცვის სამწუხარო გაუმართაობა, იმიტომ რომ როცა რესპუბლიკის საავადმყოფოსთან მიდის პაციენტი და მას ვერ იღებს რესპუბლიკური საავადმყოფო, შემდეგ მიდის ინფექციურთან და მას ვერ იღებს ინფექციური საავადმყოფო, მერე არ იცის სად უნდა წავიდეს პაციენტმა, რაღა თქმა უნდა, ის მთელ გარემოცვას მოედება ეს ინფორმაცია, ერთმანეთს ურეკავენ სად წავიდნენ, როგორ მოიქცნენ, ვის დაურეკონ, იმიტომ რომ აქვს ფილტვების ანთება, არის ეს თუ არა კორონავირუსი, დიაგნოსტიკას ვუკეთებთ. ეს ყველაფერი უნდა ჩაცხრეს, ამისთვის კი აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ აამუშაოს პირველადი ჯანდაცვა-ოჯახის ექიმების თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ სამედიცინო პერსონალთან ერთად და 2)რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-კონკრეტულად გამოყოფილი იყოს სამედიცინო დაწესებულებები და საჯაროდ ყველამ ვიცოდეთ სად უნდა წავიდეთ მიმართვით, ვის უნდა მივმართოთ. ცხელ ხაზზე რეკავ, გეუბნებიან არ ვიცით, 112-ში რეკავ გეუბნებიან - სასწრაფოს დაურეკე და როცა სასწრაფოს ურეკავ, გეუბნებიან -112 დაურეკე და ა.შ. მივმართავ მთავრობას, გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოებაა. მეორე გამომწვევი მიზეზი პანიკის, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში- ეს არის გაუთავებელი და გაუგებარი ბრიფინგები, რომლებიც ყოველდღიურად ტარდება მთავრობის მიერ. ჯერ ერთი - რამდენს ლაპარაკობენ კაცი ვერ გაიგებს რას ლაპარაკობენ. და მესამე, რომ გაუბედურებული გზავნილებით აფრთხობენ ადამიანებს. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვესმოდეს ერთი, რამ რომ ბრიფინგები ხანგრძლივი და ბევრი კი არ უნდა იყოს, ბრიფინგები უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული გზავნილით და დამაჯერებელი. იყავით დამაჯერებლები, რომ დაგიჯეროთ და გენდოთ! რატომ გაუფასურდა მსოფლიოში ლარი ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ნაკლები ნდობაა, ვისაც ახლა ქვეყნის სადავეები მინდობილი აქვს საქართველოში ხალხისგან. ამიტომ არის, რომ თქვენ ამ პანიკური ბრიფინგებით კიდევ უფრო მეტ პანიკას იწვევს საზოგადოებაში. ამიტომ გამოყავით ის ადამიანები, ვინ გამოირჩევიან დამაჯერებლობით. შეშინებული ადამიანი ბრიფინგზე არ უნდა იდგეს. გამოდით და თქვით პირველი, მეორე, მესამე - აი ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, დაგიჯერებთ და მოგყვებით ყველა ერთად გავაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში დავმშვიდდებით, ლარის კურსიც დასტაბილურდება, საზოგადოებაში პანიკა არ იქნება და მშვიდად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ კორონავირუსი.

აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ წარმოვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელშიც კონკრეტული ვადა იქნება წარმოდგენილი თუ როდის შეგვიძლია დავამარცხოთ კორონავირუსი და მოვხსნათ კარანტინი და გავაუქმოთ საგანგებო რეჟიმი" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა