ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია, რომელსაც მარნეულში კოვიდ ვირუსი პირველს დაუდგინდა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება ორსულ ქალს, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას გადის.

„დღეს ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა