ზურაბ ჭიაბერაშვილი - ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა, ჯამურად 5 მლრდ 230 მლნ დაჯდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ანტიკრზისული გეგმა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა, ჯამურად 5 მილიარდ 230 მილიონი დაჯდება. მისი განმარტებით, ამ კრიზისთან ბრძოლის გეგმის დაფინანსების წყარო უნდა იყოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის რვა თვით შეჩერება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან თანხის მოზიდვა.

„ამ გეგმას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა თავისი ღირებულება აქვს. რა თქმა უნდა, ფული დაჯდება, უმუშევრობის დანაკლისის ანაზღაურება, ანუ ვინც ხელფასი დაკარგა. თავისი ფასი ექნება გადასახადების შემცირებას. თავისის ფასი აქვს 120-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს და თავისი ფასი აქვს 200-ლარიან ერთჯერად ვაუჩერს. ჯამურად, ეს 5 მილიარდ 230 მილიონია. ამ კრიზისთან ბრძოლის გეგმის დაფინანსების წყარო უნდა იყოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის რვა თვით შეჩერება. ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან უნდა მოვიზიდოთ, როგორც მინიმუმ, მილიარდ 100 მილიონი დოლარი, მაგრამ ჩვენი სამიზნე უნდა იყოს და მიგვაჩნია, რომ მთავრობა თუ ეფექტურად იმუშავებს შესაძლებელია, 2 მილიარდი დოლარის მოზიდვაც კი. ეს საბოლოო ჯამში ძალიან დიდ შეღავათს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ზარალდებიან ამ ძალიან მძიმე კრიზის პირობებში“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს