პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კრიზისულ ფაზაზე გადავა, საკარანტინო ზომები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუკი, ქვეყანა კრიზისულ ფაზაზე გადავა, საკარანტინო ზომები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგარძელდება.

„ეს იქნება საკარანტინო ზომების უფრო და უფრო გამკაცრება. მოწოდება - დარჩი სახლში, ამის დაცვა მაქსიმალურად მოხდება და თუ საჭირო გახდება, ზუსტად ისეთივე საკარანტინო ზომების მიღება მთელ ქვეყანაში, როგორიც დღეს ორი მუნიციპალიტეტის ტერტორიაზე ხორციელდება. ისევ და ისევ რჩება ყველასათვის ეს მოწოდება - დარჩი სახლში“, - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი თავიდანვე გეგმის მიხედვით კეთდებოდა და მომავალშიც ასე იქნება.

„თავიდანვე ქვეყანაში ყველაფერი გეგმის მიხედვით კეთდება, ყველაფერი გაკეთდება ასევე გეგმის მიხედვით, 79-ზე თუ 81-ზე, ეს არ არის ამაზე დამოკიდებული, ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული და მინდა, ყველა დავამშვიდო, ყველაფერი გაკეთდება მაშინ, როცა ეს საჭირო გახდება”, - განაცხადა იმნაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა