„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ექიმებს, სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით

„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ექიმებს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, კამპანია #თეგეტაექიმებთანერთად სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია.

„ამ რთულ პერიოდში თეგეტა უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას, სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან. ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცულია ვირუსის გადადების ნებისმიერი შემთხვევისაგან, აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა