ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 62 და 80 წლის ქალბატონების მდგომარეობა მძიმეა და  აპარატულ სუნთქვაზე რჩებიან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ახალშობილს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ლალი ტურძელაძის თქმით, მისი მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებულია.

„ახლა, ამ წუთში ჩვენს კლინიკაში არის 58 პაციენტი, ინფიცირებულია 13. ერთი ჩვილი ბავშვი გვყავს, რომელსაც არ დაუდასტურდა, მაგრამ ჩვილია და ამიტომ გახსენებთ.

62 და 80 წლის ქალბატონების მდგომარეობა მძიმეა. აპარატულ სუნთქვაზე რჩებიან, მაგრამ ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებულია და ჩვენ იმედი გვაქვს მათი გამოჯანმრთელების.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და გაცილებით უკეთესია“,-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო