გამოყოფილია სპეციალური სივრცე, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ

ჩვენ დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში , - ამის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ყველა სერვისი მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა