ამირან გამყრელიძე - კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ - ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი საქმის კეთებას სიჩუმე უყვარს და შექმნილი ვითარების გამო, დღეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.

„კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს. ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს ჩუმად და წესების დაცვით ვაკეთოთ. ამ დროს ჩვენ უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს. დღეს ყველა ერთი ვართ, ოპოზიციაც, ოპოზიციაც. ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას სხვა დანიშნულებით ნუ გამოვიყენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ფონდ „მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა